ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი

სპარსეთის ყურის ქვეყნებში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი დაიწყო. ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან პოპულარულ ფოტოგრაფებსა და ვიდეოგრაფებს მასპინძლობს.

პრესტურის ფარგლებში, ათი ვიდეოგრაფი და ფოტოგრაფი ათი დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურებს. პრესტურის მონაწილეები გადაიღებენ ფოტოებს, ვიდეოებსა და მომზადებულ მასალებს როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროების, ასევე საერთაშორისო მაღალრეიტინგულ გამოცემებს მიაწვდიან, რომლებიც საქართველოს სამთო და საზღვაო კურორტების,  ბუნების, დაცული ტერიტორიებისა და ქართული სამზარეულოს შესახებ ვიდეო და ფოტორეპორტაჟებს მოამზადებენ.