ტურიზმის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაია ომიაძე დაინიშნა. ის ამ დრომდე ეკონომიკის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა ადმინისტრაციის თანამშრომლებს მაია ომიაძე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა. პოსტზე ის ღია კონკურსის წესით შეირჩა.