ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დუბაიში წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავს. მიმდინარე ტურისტული გამოფენის ფარგლებში, მაია ომიაძე სპარსეთის ყურის ქვეყნების ტურისტული ავიაკომპანიების, საერთაშორისო მედიისა და სამოგზაურო პლატფორმების წარმომადგენლებს შეხვდა.
მონაწილეებს საქართველოს ტურისტული პროდუქტები, ტურისტული მიმართულებები და ადმინისტრაციის საქმიანობა გააცნეს, ასევე ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში ზაფხულის სეზონზე დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებების შესახებ.