ტრენინგი ღვინის მარკეტინგისა და ტურიზმის თემაზე

საქართველოში კიდევ ერთი სატრენინგო-საკონსულტაციო პროგრამა დაიწყო. აღნიშნული ღვინის მარკეტინგსა და ტურიზმს ეხება და მას ცნობილი კალიფორნიული სააგენტოს სპეციალისტები ჩაატარებენ. პროგრამა ჩვენს ქვეყანაში პირველად ტარდება და მიზნად ისახავს ქართული მარნების, ღვინის მარკეტინგსა და ტურიზმში გადამზადებას. ის ხორციელდება განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის საგრანტო პროგრამის ფარგლებში.