თორნიკე რიჟვაძე თურქეთის პარლამენტის წევრს შეხვდა

თორნიკე რიჟვაძე თურქეთის პარლამენტის წევრ ფარუქ ჩელიკს და დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტს მაჰმუთ ასმალს შეხვდა. ასოციაციას 81 ქვეყანაში, მათ შორის ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში, 14 ათასზე მეტი წევრი ჰყავს.

აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება სავაჭრო და სამრეწველო მიმართულებით.