საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც თხილის ყველაზე დიდი პლანტაციებია, მოსავლის აღების პროცესი დასრულდა. ახლა ფერმერები თხილის დასაწყობებით არიან დაკავებული. რა მოცულობის მოსავალი აიღეს სამეგრელოსა და გურიაში, ზუსტი მონაცემები უახლოეს მომავალში დაზუსტდება. თუმცა, ცნობილია, რომ გასულ წლებთან შედარებით, წელს მოსავლის ხარისხი ბევრად მაღალია. ფერმერები ამის მიზეზად სახელწიფო სუბსიდირებას ასახელებენ.
მოსავლის აღების შემდეგ ახლა მთავარი პროდუქციის რეალიზაციის პროცესია. თუ გავითვალისწინებთ მსოფლიო ბაზარზე ბოლო წლების დინამიკას, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მაღალი იქნება მოთხოვნა ქართულ თხილზე.