თეთრი სახლის ლიდერის განცხადება ცხარე დისკუსიის საგანი ხდება - აშშ-ის პოლიტიკური აქტორები მიიჩნევენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის ცვლილება დაუშვებელია და ფოსტით ხმის მიცემის ინიციატივას აპროტესტებენ

დონალდ ტრამპის იდეამ აშშ-ში შიდა პოლიტიკური უთანხმოება კიდევ უფრო გაამწვავა. ცხარე დისკუსიის საგანი ხდება თეთრი სახლის ლიდერის განცხადება, რომლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღმა, შესაძლოა, გადაიწიოს. ორივე პარტიის ლიდერები დათქმული დროის შეცვლას დაუშვებლად მიიჩნევენ. თუმცა, ამავდროულად „რესპუბლიკელები“ იზიარებენ ამერიკის პრეზიდენტის შეშფოთებას, რომელიც ფოსტით ხმის მიცემის პროცედურას უკავშირდება.

თემას ტეხასიდან თორნიკე ბერიშვილი განაგრძობს, რომელიც აშშ-ში საქართველოს პირველი არხისთვის მუშაობს.