ახალი გარემოებები ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმიდან.
დღეს მოამბემ გახმაურებული საქმის ფიგურანტთა ბრალის დადგენილება მოიპოვა. დოკუმენტში ვრცლად არის საუბარი, როგორ შემოაღწიეს ახმედ ჩატაევმა და მისი დაჯგუფების წევრებმა საქართველოში, ვინ დაეხმარა საზღვრის გადმოკვეთასა და დაბინავებაში და როგორ დაუკავშირდნენ იმ პირებს, რომლებიც დეკემბერში თბილისსა და პანკისის ხეობაში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციების დროს აიყვანეს.
ბრალის დადგენილებაში დასახელებულია იმ ადამიანებიც ვინაობაც, რომლებმაც სოფელ შილდის ტყეში მოწყობილი სამალავიდან საბრძოლო მასალები აიღეს.
გახმაურებულ საქმეზე სულ შვიდი პირია დაკავებული.