#ახალიკვირა ტერორიზმში ბრალდებულები

2017 წლის 22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებული, მათ შორის საერთაშორისო ტერორისტი აჰმედ ჩატაევი. იყო თუ არა ჩატაევის საქართველოში შემოსვლა ორი წლის წინანდელი მისი მუქარის აღსრულება და რატომ უარყო ერთ-ერთმა ბრალდებულმა აღიარებით ჩვენება.  ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდების საქმის ახალი დეტალები.