პანდემიის პირველი ტალღა დამარცხებულად ჩაითვლება, თუ ქვეყანა შეზღუდვების მოხსნის პირობებშიც დღეს არსებულ მონაცემებს შეინარჩუნებს – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ამოქმედებული წესების ნაწილობრივ შემსუბუქების მიუხედავად, მოქალაქეებმა კვლავ სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. დაიცვან სოციალური დისტანცია და ჰიგიენის ნორმები.