თბილისში დევიდ ლინჩისა და მისი სახელობის ფონდის პრესკონფერენცია გაიმართა

15:28, 20.11.2017

თბილისში ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორის დევიდ ლინჩისა და მისი სახელობის ფონდის პრესკონფერენცია გაიმართა.

ამერიკელმა კინორეჟისორმა მედიასთან საერთაშორისო კინოუნივერსიტეტისა და საერთაშორისო კინოფესტივალის დაარსების შესახებ ისაუბრა.

დევიდ ლინჩი დღეს, 17:00  საათზე კლუბში „ხიდი“,  ტრანსცენდენტული მედიტაციის შესახებ ისაუბრებს, ხოლო საღამოს კინოთეატრ „ამირანში“ მაყურებელს ამერიკელ კინორეჟისორთან შეხვედრისა და მისი ფილმის „მალჰოლანდ დრაივის“ ნახვის საშუალება ექნება.

მსგავსი