თბილისის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – დედაქალაქს 2025 წელს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ექნება. ქართული მხარის მიერ 2023 წელს გაკეთებულ განაცხადს დადებითი პასუხი მოჰყვა. შესაბამისმა ევროპულმა ორგანიზაციამ, რომელიც იუნესკო-ს პარტნიორია, გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. სტატუსის მისაღებად 12 კრიტერიუმის დაკმაყოფილება იყო საჭირო. ბუნებრივია, განსაკუთრებული აქცენტი სპორტულ ინფრასტრუქტურაზე და თბილისში მანამდე ჩატარებულ საერთაშორისო ღონისძიებებზე გაკეთდა.
მაკა არჩევნიშვილი გვეტყვის, რას ნიშნავს ახალი სტატუსი დედაქალაქისთვის.