თბილისის მთავრობის სხდომა

12:13, 16.09.2026

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. ეს გადაწყვეტილება თბილისის მერიამ პაციენტების მშობლებთან კონსულტაციების შედეგად მიიღო. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები შეძლებენ კომპლექსური სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო მომსახურების მიღებას ერთ სივრცეში. ცენტრისთვის შერჩეულია ადგილიც – გლდანის რაიონში 1 657 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, რომელიც ორგანიზაცია „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ გადაეცემა.

მსგავსი