წალენჯიხაში იუსტიციის სახლი შენდება

18:35, 17.11.2026

წალენჯიხაში იუსტიციის სახლი შენდება. ახალი ფილიალის ამოქმედების შემდეგ, წალენჯიხის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, იუსტიციის სახლის 600-ზე მეტი სერვისით, თანამედროვე და კომფორტულ გარემოში ისარგებლოს. სივრცე სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. ფილიალში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. აქვე განთავსდება იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისები. წალენჯიხის იუსტიციის სახლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რიგით მე-16 ფილიალი იქნება. ქვეყნის მასშტაბით კი ამჟამად, იუსტიციის სახლის 128 ფილიალი ფუნქციონირებს.

მსგავსი