ახალი სერვისები მენტალური ჯანმრთელობის კლინიკაში
მომდევნო კვირიდან ნარკოდამოკიდებული და ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის ამბულატორიულის შემდეგ სტაციონალური სერვისებიც იქნება ხელმისაწვდომი.
მსგავსი მომსახურების და საწოლების დეფიციტი უკვე წლებია, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მწვავე პრობლემას წარმოადგენს. ვაშლიჯვარში მდებარე საავადმყოფო, რომელიც აპრილიდან ფუნქციონირებს, 100 საწოლზეა გათვლილი. კლინიკა მწვავე შემთხვევების სამართავად პაციენტებს სხვადასხვა სერვისით უზრუნველყოფს და მკურნალობის დასრულების შემდეგ ბენეფიციარებს იმავე კლინიკაში რეაბილიტაციისა ადაპტაციის კურსს შესთავაზებს ფსიქოლოგების და ფსიქიატრების ჩართულობით. კლინიკაში ფასიან სერვისებთან ერთად სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მომსახურებებიც იმოქმედებს.