აზერბაიჯანის უნივერსიტეტების საგანმანათლებლო გამოფენა
თბილისი აზერბაიჯანის უნივერსიტეტების საგანმანათლებლო გამოფენას მასპინძლობს. გამოფენის მიზანია საქართველოში მცხოვრები მოსწავლეების, აბიტურიენტების, სტუდენტებისა და მშობლების ინფორმირება, აზერბაიჯანის უმაღლესი განათლების სისტემის, უნივერსიტეტების, სასწავლო პროგრამების, სპეციალობებისა და მიღების პირობების შესახებ. გამოფენის ფარგლებში, დამსწრეებს აქვთ შესაძლებლობა აზერბაიჯანის 10-ზე მეტი წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენელს შეხვდნენ და მიიღონ სასურველი ინფორმაცია.