გარდაიცვალა პოეტი ალექსანდრე (საშა) გველესიანი 

23:33, 17.11.2026

58 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი ალექსანდრე (საშა) გველესიანი.

ინფორმაციას ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ალექსანდრე (საშა) გველესიანმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა.

გველესიანი ავტორია პოეტური კრებულების: „სულ ცოტა“ – 2014 წელი; „ლექსები“ – 2015 წელი; „ქარის წისქვილები“ 2012 წელი.

პოეტი სხვადასხვა დროს მუშაობდა მსახიობად, მეტყველების პედაგოგად, ზესტაფონის კულტურის ცენტრის ახალგაზრდული და თოჯინების თეატრების რეჟისორად.

მსგავსი