თბილისის მერია ენდოპროთეზირების ოპერაციებს სექტემბრიდან დააფინანსებს. ახალი პროგრამით სარგებლობას დედაქალაქში რეგისტრირებული მოქალაქეები შეძლებენ. ინიციატივის დასაფინანსებლად თბილისის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა.