თბილისის ჯაზ ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. მსმენელის წინაშე „ჯაზ თეიქს სუპერ გრუპი“ წარდგა. დღეს კი მსმენელის წინაშე მსოფლიოში აღიარებული პიანისტი ანტონიო ფარაოს ტრიო გამოვა. რიგით 26-ე ჯაზ ფესტივალს იტალიური ბენდი Motel Kaiju და ლეგენდარული სტენლი კლარკი დახურავს. მუსიკოსი ჯაზფესტივალს ბენდთან ერთად ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ბენდის შემადგენლობაშია ქართველი პიანისტი ბექა გოჩიაშვილი, რომელიც თბილისის ჯაზ ფესტივალის სცენაზე სწორედ სტენლი კლარკთან ერთად წარდგება.