თავდასხმა კურსკის რკინიგზის სადგურზე

უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა კურსკის რკინიგზის სადგურზე. ოლქის გუბერნატორი იტყობინება, რომ რკინიგზის სადგურის შენობის სახურავს დრონი შეეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. უკრაინის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი კი აცხადებს, რომ რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატით იყო თავდასხმის მცდელობა, რაც მათ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით მოიგერიეს. ღამით თავდასხმის საფრთხის გამო მოსკოვის აეროპორტებმა „ვნუკოვომ“ და „დომოდედოვომ“ დროებით რეისების მიღება შეწყვიტეს. არსებული ცნობებით, რეისები „შერემეტიევოს“ აეროპორტში გადაამისამართეს.