რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთმა ოდესაზე მასობრივი სარაკეტო შეტევა განახორციელა – საჰაერო თავდაცვამ „შაჰედის“ ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება მოახერხა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოდესის სამხრეთ თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის ინფორმაციით, შედეგად დუნაის პორტი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და საწარმოები დაზიანდა. ასევე, ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო, რამდენიმე ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. რუსეთმა იერიში მიიტანა დნეპროპეტროვსკისა და მიკოლაევის რეგიონებზეც, სადაც უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი.