რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ოდესაზე ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 15 უპილოტო საფრენი აპარატი და რვა კალიბრის ტიპის საზღვაო რაკეტა გაანადგურეს. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. აფეთქების შედეგად ხანძარი ორ ობიექტს გაუჩნდა, რომლის ლიკვიდაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. რუსეთის თავდასხმის შედეგად, უკრაინის ქალაქ ხერსონში შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. ზაპოროჟიეში კი ავიაიერიშებმა ორი ადამიანი იმსხვერპლა.

ცნობილი ხდება, რომ უკრაინელმა დამცველებმა გაათავისუფლეს 3 კვადრატული კილომეტრი ბახმუტის მიმართულებით, საერთო ჯამში კი გათავისუფლებულია 40 კვადრატული კილომეტრი.