ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზა

რეზონანსული საქმის გაგრძელება. ამ დრომდე საჭირო მასალები არ მიუღია დამოუკიდებელ ექსპერტს, რომელმაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლულ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ალტერნატიული მოკვლევა უნდა ჩაატაროს და დასკვნა დაწეროს.

ცენტრი ემპათია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს წერილს უგზავნის და მასალების გადასაცემად სამდღიან ვადას აძლევს.

პარალელურად, ემპათია გამომძიებელს და საქმის ზედამხედველ პროკურატურას მიმართავს. თავის მხრივ დასკვნა არ გამოუქვეყნებია სამხარაულის სახელობის ბიუროსაც, რომელმაც ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზა გადმოსვენების დღესვე, 20 მარტს ჩაატარა.

დატოვე კომენტარი