არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინშია

ოკუპირებული ცხინვალის ტყვეობაში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენების შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზის ლაბორატორიული კვლევა, ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ამ დრომდე გრძელდება.

ოჯახთან ერთად, კვლევის შედეგებს ელოდება წამების მსხვერპლთა რეაბილიცატიის ცენტრიც, რომელიც დამოუკიდებელ ექსპერტიზას ატარებს.