საკრებულოსა და „სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტის თანახმად, თბილისის საკრებულო იღებს ვალდებულებას, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ, ასევე შესაბამისმა კომისიებმა აქტიურად ითანამშრომლონ საერთაშორისო ფონდთან გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელწოდების მინიჭებისა და წარმატებული ქართველი სპორტსმენების ღვაწლის სათანადოდ დაფასებისთვის.