ამ დროის მონაცემებით, ახალი სასწავლო პროცესი არ გადაიდება და სექტემბერში დაიწყება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა.
რაც შეეხება ონლაინგაკვეთილებს, ზოგადად, რეკომენდაცია ისეთია, სადაც შესაძლებელია, არა მხოლოდ სკოლაში, არამედ სხვა სივრცეებშიც, უნდა გამოვიყენოთ ონლაინ და დისტანციური სწავლების მეთოდები, – აცხადებს თამარ გაბუნია. ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევები სჭარბობს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სიტუაცია კონტროლირებადია.