ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ბოლო ათი დღის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სავალდებულო კვლევის ნუსხა საკმაოდ სოლიდურია.
მისი თქმით, დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, კონკრეტული გეგმის მიხედვით და საფრთხეების გათვალისწინებით უნდა მოხდეს, იმისთვის, რომ სოციალური აქტივობის გაზრდის პირობებში, შემთხვევების მატება არ მივიღოთ.