გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ამის შესახებ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. გოგონას მამა მობილური ტელეფონის ექსპერტიზას ესწრებოდა. პროცესი თითქმის სამ საათს მიმდინარეობდა. ტელეფონი სამართალდამცველებმა 23 წლის პროგრამისტის ავტომანქანიდან ამოიღეს.
სამხარაულის ბიუროში იმყოფებოდა დღეს ოჯახის ადვოკატიც. მიხეილ რამიშვილის მტკიცებით, ტელეფონზე, რომელიც მის გარეშე არ უნდა გაეხსნათ, ექსპერტიზა 24 ივლისიდან მიმდინარეობდა.
თემაზე გიორგი კობერიძე მუშაობს და დეტალებზე ახლა სწორედ ის ისაუბრებს.