თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გარდაცვლილის კომპიუტერის და ავტომობილის ექსპერტიზის შედეგებს არ ენდობა. 23 წლის პროგრამისტის მშობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და დარწმუნებულები არიან, რომ მათი შვილი 18 ივლისს სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრის შემდეგ, ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ოჯახის ადვოკატი დღეს გენერალურ პროკურორს ესაუბრნენ. ძალაში რჩება გახმაურებული საქმის ძიებაში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვა, რისი პირობაც დაზარალებულებმა ამჯერად ირაკლი შოთაძისგან მიიღეს. ოჯახს ეჭვებს უჩენს ის პირიც, რომელიც თავს თამარის შეყვარებულად აცხადებს. 23 წლის გოგონას გარდაცვალების ბუნდოვანებით მოცული საქმის ახალ გარემოებებს თეონა ხუბულავა გაგვაცნობს.