ბაჩალიაშვილის საქმე - შეხვედრა გენპროკურორთან

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი გენერალურ პროკურორს შეხვდნენ. თითქმის ორსაათიან შეხვედრაზე დაზარალებულ მხარეს საქმის მასალების ნაწილი გააცნეს, მათ შორის სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომლის მოპოვება უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მოხდა. გაირკვა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში ამერიკის “გამოძიების ფედერალური ბიუროს” ექსპერტები უახლოეს მომავალში ჩაერთვებიან, მათ შორის მონაწილეობას მიიღებენ გარდაცვლილის ავტომობილის ექსპერტიზაში. ირაკლი შეთაძესთან შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ საქმეს ჩამოშორდა პროკურორი მარიამ გოგორელიანი, რომელსაც დაზარალებული მხარე არაეთიკურ მოქმედებაში ადანაშაულებდა. მომდევნო შეხვედრა გენერალურ პროკურატურაში,  სავარაუდოდ, ორშაბათს გაიმართება.