- კალათბურთელი დუდუ დადიანი დღეს 51 წლის გახდებოდა
დადიანის საკალათბურთო კარიერა კლუბ „მართვეში“ დაიწყო, 1992 წელს „ვითაში“ გადავიდა, რომელმაც იმ წელს საქართველოს ჩემპიონის სახელი მოიპოვა და მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში შეინარჩუნა. 1995 წელს დადიანი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და „ვითას“ კაპიტანი გახდა. სახელი აგრესიული, ზოგჯერ უხეში, თამაშის სტილით გაითქვა. 1999 წელს აქტიური სპორტული მოღვაწეობა შეწყვიტა და არჩეული იქნა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად.
ტაიმაუტი