მარადონას ემოციური მიმართვა - ლეგენდამ ბავშვობა გაიხსენა და ხალხს გაჭირვებულების საკვებით დახმარება სთხოვა [ვიდეო]
მარადონას ემოციური მიმართვა - ლეგენდამ ბავშვობა გაიხსენა და ხალხს გაჭირვებულების საკვებით დახმარება სთხოვა [ვიდეო]

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც რთული ბავშვობა გაიხსენა და ხალხს მოუწოდა, რომ პანდემიის პირობებში გაჭირვებულებს საკვებით დაეხმარონ.

„ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ ყოფილი ვარსკვლავი ხალხს სოლიდარობის გამოჩენას სთხოვს და მოუწოდებს თანხა შესწიროს საქველმოქმედო ორგანიზაცია „კორასონეს სოლიდარიოს“ (Corazones Solidarios), რომელიც, თავის მხრივ, საზოგადოების სოციალურად დაუცველ ფენას საკვებით ამარაგებს.

მარადონამ მიმართვა თვალცრემლიანმა დაასრულა – „დავეხმაროთ ერთმანეთს. დაეხმარეთ „კორასონეს სოლიდარიოს“ ხალხის გამოკვებაში. რასაც უყურებთ, შოუ არაა, მე კარგად ვიცი შიმშილი რა არის.“