უეფას აღმასკომი 17 ივნისისთვის გადაიტანეს
უეფას აღმასკომი 17 ივნისისთვის გადაიტანეს

უეფამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა აღმასკომის სხდომის 27 მაისიდან 17 ივნისს გადატანის შესახებ.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა პრობლემები, რომელიც ევრო 2020-ის ქალაქებთან დაკავშირებით წარმოიშვა.

აღმასკომზე უნდა განიხილონ ეროვნული ჩემპიონატების, ევროთასებისა და ნაკრებების მატჩების მომავალი. თითქმის გადაწყვეტილია, რომ უეფამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის დასრულებისთვის აგვისტო აირჩია. ამ ტურნირების დარჩენილი მატჩების თარიღებს უეფა აღმასკომის უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს.