გიგა ჭიკაძე აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში დაუმარცხებელია - ზედიზედ მესამე შთამბეჭდავი გამარჯვება UFC-ის ოქტაგონზე
გიგა ჭიკაძე აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში დაუმარცხებელია - ზედიზედ მესამე შთამბეჭდავი გამარჯვება UFC-ის ოქტაგონზე

ქართველი მებროლი გიგა ჭიკაძე აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. ჯექსონვილში გამართულ ქარდზე გიგა ირვინ რივერას დაუპირისპრდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ჭიკაძემ მექსიკელს სამივე რაუნდში აჯობა და რამდენიმე ძალიან საინტერესო ეპიზოდი შემოგვთავაზა. საბოლოოდ, სამივე მსაჯმა ქართველი ათლეტის გამარჯვება დააფიქსირა. შედეგად, გიგამ ufc-ში ზედიზედ მესამე მოგება მიითვალა და ქართველი გულშემატკივარი კიდე ერთხელ გაახარა.

შერეულ ორთაბრძოლებში მისი რეკორდი 10 მოგება და 2 მარცხია.