ტაილანდში, მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების ნაწილი მაშველებმა გამოიყვანეს

ორკვირიანი ტყვეობა დასრულებულია.

ტაილანდში, ტჰამ ლუანგის მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების ნაწილი მაშველებმა გამოიყვანეს.

სარისკო სპეცოპერაციაში 13 უცხოელი მყვინთავი მონაწილეობდა.

ტაილანდური მედია წერს, რომ ბავშვებს დროებით საავადმყოფოში მოათავსებენ, სადაც მათ ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდებათ.

გადარჩენის ოპერაცია ისევ გრძელდება. მღვიმეში ჯერ კიდევ იმყოფება მწვრთნელი და რამდენიმე ბავშვი.