BBC - დაუდასტურებელი ცნობით, მაშველებმა მღვიმეში ჩარჩენილი ორი ბიჭი გადაარჩინეს
BBC - დაუდასტურებელი ცნობით, მაშველებმა მღვიმეში ჩარჩენილი ორი ბიჭი გადაარჩინეს

დაუდასტურებელი ცნობით, მაშველებმა ტაილანდის მღვიმიდან ორი ბიჭის გამოყვანა შეძლეს.

როგორც დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე ტაილანდურმა გამოცემამ გაავრცელა.

„როიტერთან“ საუბარში ბავშვების გადარჩენა ტაილანდის მთავრობის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.

შეგახსენებთ, ტაილანდში მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების გამოსაყვანად ოპერაცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს.