ტაილანდის მღვიმეს მალე კიდევ ოთხი ბავშვი დატოვებს
ტაილანდის მღვიმეს მალე კიდევ ოთხი ბავშვი დატოვებს

ტაილანდის მღვიმეს უახლოეს წუთებში კიდევ ოთხი ბავშვი დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია სამაშველო ოპერაციის საგანგებო შტაბში მომუშავე გენერალ-ლეიტენანტმა, კონგჩიფ ტრანტრავანიტმა გაავრცელა.

მისი თქმით, ბავშვები მაშველებთან ერთად მღვიმის გამოსასვლელის სიახლოვეს იმყოფებიან და უახლოეს წუთებში გამოვლენ გარეთ.

ტაილანდური მედიის ცნობით, ბიჭების უმეტესობამ მყვინთავების დავალება წარმატებით შეასრულა.

მანამდე გავრცელდა ცნობები, რომ მღვიმიდან 2 ბიჭი გამოიყვანეს და ისინი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ჯერჯერობით გადარჩენილი ბიჭების ვინაობა უცნობია.

შეგახსენებთ სულ მღვიმეში 12 მოზარდი და მათი მწვრთნელი იმყოფებოდა. ბავშვებმა მღვიმეში 2 კვირა გაატარეს.