სუს-ის წარმომადგენლებმა პანკისელ უხუცესებს 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ დამატებითი მასალები მიაწოდეს

21:08, 30.12.2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა პანკისელ უხუცესებს, 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ დამატებითი მასალები მიაწოდეს. კახეთის გუბერნატორის განცხადებით, ვიდეოკადრები დაკავებულებისა და ოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის აჰმედ ჩატაევის დაჯგუფებასთან კავშირს ადასტურებს.

ქადაგიშვილი აცხადებს, რომ შეხვედრის მთავარი მიზანი პანკისელი უხუცესებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება იყო. რათა გავრცელებულმა, დაუზუსტებელმა ვერსიებმა გაუგებრობა არ გამოიწვიოს. პანკისელი უხუცესები ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

მსგავსი