სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა წუხელ ღამით, კიდევ უფრო დამძიმდა

15:09, 30.12.2017

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა წუხელ ღამით, კიდევ უფრო დამძიმდა. ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების განმარტებით, ზოგიერთი პარამეტრი გაუარესებულია.

მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, მედიკოსები უცხოეთიდანაც მოიწვიონ. პარალელურად, 19 წლის ახალგაზრდის ახლობლები, მომხდარის დროულ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.

მსგავსი