სუს-ის თანამშრომელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გარდაცვლილი ნახეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, თუმცა, უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, სუს-ის თანამშრომელმა თავი მოიკლა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.