„სუხიშვილები“ უკრაინელების დასახმარებლად – თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო საღამო გაიმართა. შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ივანო-ფრანკოვსკის სტეფანიკის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მხარდასაჭერად.
კონცერტი საქართველოს კულტურის პალატისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. საღამოს კულტურის მინისტრიც ესწრებოდა.