სსმ-ის პროფკავშირის წარმომადგენლები პრეზიდენტის მრჩევლებს შეხვდნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის წარმომადგენლები, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებს შეხვდნენ და მაუწყებელში არსებული ვითარება გააცნეს. ნინო ზაუტაშვილის განცხადებით, მათ პრეზიდენტის მრჩეველს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებული ოპტიმიზაციისა და ცვლილებების შესახებ. მისივე თქმით, აუცილებელია მაუწყებელს ჰქონდეს შრომითი პოლიტიკის კოდექსი. განცხადება გააკეთა გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმაც. ანა ნაცვლიშვილის თქმით, პრეზიდენტის აპარატი საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს დააკვირდება.