პროცესები საზოგადოებრივ მაუწყებელში

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები, რომლებსაც მენეჯმენტმა ახალი საკონტრაქტო პირობები შესთავაზა, პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ.

მაუწყებლის პროფკავშირის თავმჯდომარემ დახურული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნა პარლამენტის მიმართ, მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დაითხოვნის თაობაზე ძალაში რჩება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელის კონსულტანტს, დოდო შონავას მაუწყებლის საქმიანობის მიმართ შენიშვნები აქვს. შონავა მიიჩნევს, რომ ახალი ამბების ჟურნალისტები გადამზადებას საჭიროებენ და მზადყოფნას გამოთქვამს თანამშრომლები თავად გადაამზადოს.

სამეურვეო საბჭოს წევრებმა კი მაუწყებლის მენეჯმენტს იმ თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვეს, რომელთაც ახალი საკონტრაქტო პირობები შესთავაზეს.

დღის ბოლოს, ბორდის წევრების მოთხოვნასა და კონსულტანტის განცხადებაზე კომენტარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გააკეთა.