სოფელ დიღომში ყოფილი სპორტული კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული ითვალისწინებს ერთსართულიან მულტიფუნქციურ სპორტულ დარბაზს, მინიფეხბურთის სტადიონსა და ორსართულიან სპორტულ კომპლექსს ორი სავარჯიშო დარბაზით. სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება მილიონ 100 ათას ლარს შეადგენს. კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება.