სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალი ოფისის მშენებლობა გრძელდება – დაწესებულება აღიჭურვება უსაფრთხოებისთვის აუცილებელი თანამედროვე ტექნიკით და სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე. მოეწყობა არასრულწლოვანთა გამოკითხვის სივრცეები, ამოცნობისა და დროებითი დაკავების ოთახები, ნივთიერმტკიცებულებათა საცავი, სასერვერო, საარქივო, სათავსო ოთახები და ოპერატიული დანიშნულების ავტომობილების პარკირების სივრცე. მიმდინარე სამშენებლო პროცესს დღეს ადგილზე გაეცნო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.