სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა - გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება

პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერის ინფორმაციით, გამთენიისას პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

კლინიკასთან იმყოფება გიორგი კობერიძე.