თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები თურქეთში მისი გადაყვანის დეტალებს აზუსტებენ

18:26, 09.01.2018

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ ავთანდილ თალაკვაძეს შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოჯახის წევრებს მედიასთან დეტალები არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ საუბარი თურქეთში მდებარე კლინიკა „კოჩში“ პაციენტის გადაყვანაზე მიმდინარეობს.

ოჯახის ადვოკატის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია აქვთ და გარკვეულ დეტალებს ათანხმებენ.

თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე მძიმე რჩება.

მსგავსი