თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს
თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს

ამას ასე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს, – ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, აიზა მარგოშვილმა საავადმყოფოში განაცხადა.

მისი თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილი თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ დღეს დილით უნდა გადაეყვანათ.

„ამას ასე არ დავტოვებ. ვინც დამნაშავეა, ბოლოს სათითაოდ მოვუღებ, თუ ცოცხალი ვიქნები. დღეს დილით უნდა გადაგვეყვანა და სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ ფაშისტებმა არაფრის გულისთვის“, – განაცხადა აიზა მარგოშვილმა.

პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი​ თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს გარდაიცვალა.

პანკისის ხეობაში სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.

თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – აცხადებენ სუს-ში.