სომხეთში საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ახალ პრემიერ-მინისტრს ირჩევენ
რა გადაწყვეტილებას მიიღებს სომხეთის პარლამენტი. ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ახალ პრემიერ-მინისტრს ირჩევენ.
რესპუბლიკის მოედანზე ფაშინიანის მხარდამჭერები დილიდან არიან შეკრებილი. პროტესტის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. ერთადერთი კანდიდატი ფაშინიანია, თუმცა, იმისთვის რომ გაიმარჯვოს, რესპუბლიკური პარტიის წევრების მხარდაჭერაც სჭირდება.