სომხეთის პარლამენტში პრემიერის არჩევაზე მსჯელობენ
სომხეთის პარლამენტში პრემიერის არჩევაზე მსჯელობენ

სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხზე მსჯელობა დაიწყო. პარალმენტის წევრებს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე მიმართავს.

დღეს სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიოს. პრემიერობის ერთადერთი კანდიდატი სომხეთის ოპოზციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანია. მისი  თქმით, სომხეთის მთავრობა დღეს პარლამენტში დაგეგმილი პრემიერ-მინისტრის არჩევნების ჩაშლას გეგმავს.

პარალელურად, ერევნის ქუჩებში მასობრივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.